“გურია ნიუსის” წყაროს ინფორმაციით, დღეს დილით მძიმე ავარია მოხდა ხობში, სოფელ ჭალადიდში.
როგორც წყარო გვიყვება, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა.
“ერთ-ერთი მანქანა გაჭრეს და ახალგაზრდა ისე გადმოასვენეს. მეორე კი მძიმედ დაშავდა”,-გვეუბნება წყარო.
ჩვენი ინფორმაციით, დაშავებული 10 წლის ბავშვი ფოთის საავადმყოფოშია გადაყვანილი და შესაბამისი გამოკვლევები უტარდება.
სხვა დეტალები უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.



































































