ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა აბაშაში _ როგორც ადგილიდან “გურია ნიუსის“ ჟურნალისტი იუწყება, ერთმანეთს ევაკუატორი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ.
თვითმხილველების თქმით, მსუბუქი ავტომობილით მძიმე პაციენტი გადაჰყავდათ კლინიკაში.
“მანქანა გაჭრეს, რომ პაციენტი ამოეყვანათ. საშინელეებაა”, _ ამბობენ ისინი.
უცნობია, დაშავდა თუ არა ვინმე.
ადგილზე სახანძრო და პოლიციის ეკიპაჟები არიან მობილიზებულები.
[sexy_author_bio]