კომუნიკაციების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ “ფორმულას”, “TV პირველისა” და “მთავარი არხის” წინააღმდეგ “ქართული ოცნების” საჩივრები დასაშვებად ცნო .
აღნიშნულ ტელევიზიებს “ოცნება” შემდეგი სიტყვების გამოყენებისთვის უჩივის: “ოლიგარქი”, “ოლიგარქის სამინისტრო”, “რეჟიმის პატიმრები”, “პოლიტპატიმრები”, “არალეგიტიმური პარლამენტი” და ა.შ. კომისია სამივე მათგანს “მაუწყებლობის შესახებ” კანონის “ცალკეულ ნორმათა მოთხოვნების დარღვევას ედავება”.
ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს
































































