კიდევ ერთი აბიტურიენტი, რომელმაც ინგლისური ენის გამოცდაში 70 ქულიდან უმაღლესი, 70 ქულა აიღო, სამტრედიის სოფელ ეწერის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულია.
მარიამ კვინიკაძე მრავალშვილიანი ოჯახიდანაა. მან თორმეტი წელი მშობლიური სოფლის, ეწერის საჯარო სკოლაში ისწავლა. ერთიან ეროვნულ გამოცდებში ხუთი საგნით დარეგისტრირდა. ქართულთან და ინგლისურთან ერთად ჩაბარებული აქვს მათემატიკა , ისტორია და სამოქალაქო განათლება.
,,დავამთავრე ეწერის საჯარო სკოლა, ეროვნულ გამოცდებზე 5 საგანი ჩავაბარე. სამართალზე მინდა ჩაბარება, ადვოკატის განხრით. ჩემი ჩათვლით 6 დედმამიშვილი ვართ. ინგლისურში მაქსიმალური ქულა რომ ავიღე, რა თქმა უნდა, ჩვენი სკოლის მასწავლებლების დამსახურებაცაა, მაგრამ მინდა, პირველ რიგში, ხათუნა მაჭარაძეს გადავუხადო მადლობა. მისი თავდაუზოგავი შრომით და რა თქმა უნდა ჩემი მონდომებითაც შევძელი, ეს ყველაფერი,”– ,, გურია ნიუსთან” საუბრისას აღნიშნა მარიამ კვინიკაძემ.
ავტორი