მარიამ მახარაძემ ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სამრევლო სკოლა დაამთავრა. ის იმ წარმატებულ აბიტურიენტებს შორისაა, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მაღალი ქულები დააგროვეს და სიხარული მოუტანეს ოჯახს, სკოლას, რაიონს.
მარიამმა ქართულის გამოცდაზე მაქსიმალური 60 ქულიდან 57 ქულა მოიპოვა.
მარიამი სწავლის გაგრძელებას ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გეგმავს.