სამტრედიელმა მარიამ ცხვარაძემ ბიოლოგიის გამოცდაში 70 ქულიდან 58 ქულა აიღო.
მარიამმა ქალაქის მეშვიდე საჯარო სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ოთხი სავალდებულო საგანი ჩააბარა.
ქართულ ენასა და ლიტერატურაში უმაღლესი 60 ქულიდან 58 ქულა აიღო, ინგლისურში -62 ქულა, ქიმიაში -40 ქულა. მარიამ ცხვარაძე ბიოლოგიის უმაღლესი 58 ქულით სამტრედიაში ამ დროისთვის ლიდერია. ასეთ შედეგს მარიამი ბიოლოგიის მასწავლებლის ნაზობროლა ადეიშვილის და რეპეტიტორ ლია ურიდიას დიდ დამსახურებად მიიჩნევს.
მარიამ ცხვარაძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში აბარებს.
ეჭვი არავის ეპარება, გამოცდებზე მიღებული შედეგებით მარიამი სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სახელმწიფოდან ასპროცენტიანი დაფინანსებით რომ ჩაირიცხება.
ავტორი