მარიუპოლი ქოლერას დიდი აფეთქების საფრთხის წინაშე დგას, – ამის შესახებ ნათქვამია დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ყოველდღირ განახლებად ანგარიშიში
ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, სევეროდონცკის გარშემო მძიმე ბრძოლები გრძელდება. ოკუპანტები ქალაქის უმეტეს ნაწილს აკონტროლებენ.
ასევე ანგარიში აღნიშნულია, რომ რუსეთის სამხედრო ძალებმა ჩრდილოეთით ტერიტორიულ წინსვლას მიაღწიეს.
“რუსეთს ოკუპირებულ ტერიტორიებზე პირობების შექმნა საკმაოდ უჭირს. მოსახლეობას სასმელ წყალზე წვდომა შეზღუდული აქვს. ამასთან ერთად, სატელეფონო და ინტერნეტ სერვისების ძირითადი შეფერხება გრძელდება. ხერსონში, სავარაუდოდ, მედიკამენტების კრიტიკული დეფიციტია, მარიუპოლი კი ქოლერას დიდი აფეთქების საფრთხის წინაშე დგას. ქოლერის ცალკეული შემთხვევები მაისიდან დაფიქსირდა”, – წერია ანგარიშში.
ავტორი