რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მარიუპოლში, 12 დღიანი ბლოკადისა და დაუნდობელი დაბომბვის შედეგად 1582 მშვიდობიანი მცხოვრები მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაცმას ukrinform მარიუპოლის საკრებულოზე დაყრდნობით ავრცელებს.
“ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ და არასოდეს ვაპატიებთ ამ დანაშაულს კაცობრიობის, უკრაინის წინააღმდეგ, მარიუპოლის წინააღმდეგ!” _ ნათქვამია განცხადებაში.
ინფორმაციისთვის, მარიუპოლის მოსახლეობის ევაკუაცია რამდენიმე დღეა უკვე ვერ ხერხდება.