თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ავარია მოხდა ცოტა ხნის წინ. “იმედის” ინფორმაციით, მსუბუქმა მანქანამ, რომელიც მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, ხე მოგლიჯა და ჯებირი გაანგრია.
ამ წუთებში მარჯვენა სანაპიროზე მოძრაობა შეზღუდულია. შსს-ს ინფორმაციით, ავარიის შედეგად დაშავებულია ორი ადამიანი. ისინი ღუდუშაურში არიან გადაყვანილები.