უკრაინამ აშშ–ს მიერ მიწოდებული სარაკეტო სისტემა HIMARS-ებით 400-ზე მეტი რუსული სამიზნე დაბომბა. ამის შესახებ აშშ–ს შეაიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა, გენერალმა მარკ მილიმ ჟურნალისტებს 8 სექტემბერს გერმანიაში, აშშ–ს საჰაერო ძალების ბაზა რამშტეინზე გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
როგორც reuters წერს, მან აღნიშნა, რომ ამ სისტემების გამოყენებაში უკრაინას რეალური და გაზომვადი წარმატებები აქვს.
“ჩვენ ვხედავთ რეალურ და გაზომვად მიღწევებს უკრაინისგან ამ სისტემების გამოყენებაში. მაგალითად, უკრაინელებმა დაარტყეს 400-ზე მეტი სამიზნე HIMARS-ით და მათ ჰქონდათ დამანგრეველი ეფექტი,” – თქვა გენერალმა.
8 სექტემბერს გერმანიაში, აშშ–ს საჰაერო ძალების ბაზა რამშტეინზე უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, რათა განიხილონ, თუ როგორ უნდა მისცენ კიევს გრძელვადიანი მხარდაჭერა რუსეთის შემოჭრის წინააღმდეგ ბრძოლაში.
ავტორი