“ევროპა რუსეთთან იმ მასშტაბის კონფლიქტისთვის უნდა მოემზადოს, როგორიც ჩვენმა ბებია-ბაბუებმა გადაიტანეს“, – ამის შესახებ The independent-ის ინფორმაციით ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა.
ბოლო კვირების განმავლობაში კონტინენტზე დაძაბულობა გაიზარდა, რაც მოჰყვა ნატოს საჰაერო სივრცეში დრონების შემოჭრის სერიას და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შემაძრწუნებელ განცხადებას, რომ მისი ქვეყანა „ახლავე მზადაა ომისთვის“, თუ ევროპას ეს სურს.
„ჩვენ ვართ რუსეთის შემდეგი სამიზნე და უკვე საფრთხეში ვართ“, – განაცხადა მარკ რუტემ ხუთშაბათს ბერლინში სიტყვით გამოსვლისას.
რუტემ ივარაუდა, რომ რუსეთს შეუძლია სამხედრო ძალა გამოიყენოს ნატოს წინააღმდეგ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში და რომ ევროპა ამისთვის მზად არ არის.






























































