არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო დარბაზის“ თანადამფუძნებელი ზაზა მიქელაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
“მარხვის თვე მუსლიმების სიხარულით დაიწყო, საბოლოოდ სამართალი იზეიმებს!
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმეზე ძალაში დატოვა. ანუ გაიზიარა მოსაზრება, რომ ბათუმის მერიამ უკანონო და დისკრიმინაციული გადაწყვეტილება მიიღო მუსლიმების მიმართ და მშენებლობის პირველ სტადიაზე ნათქვამი უარი უსამართლო იყო!!!
ეს არის მუსლიმი თემის წლების განმავლობაში ბრძოლის და ქვემოდან უნიკალური თვითორგანიზების შედეგი. იმედი მაქვს, რომ თავისუფლების მეჩეთი სამართლიანობისა და თანასწორობის სიმბოლოდ იქცევა!“ – წერს ზაზა მიქელაძე.


































































