საად ლამჯარედი, მაროკოელი მომღერალი, საფრანგეთში ახალგაზრდა ქალზე სექსუალურ ძალადობაში დამნაშავედ ცნეს და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მოკლე სასამართლო პროცესის დროს ლომჯარედმა უარყო ქალის გაუპატიურება პარიზში, სასტუმროში 2016 წელს.
ლამჯარედი ცნობილია არაბულ მუსიკალურ სამყაროში. მის ჰიტს LM3ALLEM უკვე მილიარდზე მეტო ნახვა აქვს YouTube-ზე.
როდესაც ლამჯარედი 2016 წელს დააკავეს, მაროკოს მეფემ – რომელმაც ლამჯარედს ქვეყნის უმაღლესი ეროვნული პატივი მიანიჭა – ჩაერია მომღერლის იურიდიული გადასახადების დასაფარად.
პირველი სიმღერა, რომელიც მან გამოუშვა დაპატიმრების შემდეგ, მიუძღვნა მეფეს.
ცნობილი არ არის, აპირებს თუ არა ლამჯარედი განაჩენის გასაჩივრებას.