„SpaceX“-ის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა დაუშვა, რომ მარსის ათვისების პროცესში შესაძლოა არაერთი ადამიანი დაიღუპოს.
„შესაძლოა დაიღუპოთ. ეს კომფორტული არ იქნება, შესაძლოა კარგი საკვები არ გქონდეთ და ა.შ. ეს რთული და სახიფათო მოგზაურობა იქნება, რომლიდანაც შესაძლოა ცოცხალი ვერ დაბრუნდეთ. სიმართლე გითხრათ, თავიდან ალბათ ბევრი ადამიანი დაიღუპება“, – განაცხადა მასკმა.
მან ასევე დასძინა, რომ მარსზე მოგზაურობა მხოლოდ მოხალისეებისთვის გახდება შესაძლებელი, რომლებისთვისაც ეს „კარგი თავგადასავალი და წარმოუდგენელი გამოცდილება“ იქნება.
„SpaceX“ მარსსა და მთვარეზე ფრენებისთვის კოსმოსურ ხომალდ „Starship“-ზე მუშაობს. მასკი მიიჩნევს, რომ დიდი ალბათობით, ადამიანი მარსის ზედაპირზე 2026 წელს მოხვდება.
ავტორი