https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    “უკრაინა არასდროს ყოფილა და არც იქნება მშვიდობისთვის დაბრკოლება” – ვოლოდიმირ ზელენსკი

    მაჩადომ ტრამპს ნობელის პრემია გადასცა

    ირანში დაკავებულ 26 წლის ერფან სოლტანს პროკურატურამ ბრალი გადაუკვალიფიცირა

    ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მომიტინგეების ჩამოხრჩობის ან სხვაგვარად სიკვდილით დასჯის უახლოესი გეგმები არ არსებობს

    ტრამპი: „უკრაინა ნაკლებადაა მზად სამშვიდობო ხელშეკრულების დასადებად, ვიდრე რუსეთი“

    რუსებმა კრივი-რიჰი დაბომბეს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    “უკრაინა არასდროს ყოფილა და არც იქნება მშვიდობისთვის დაბრკოლება” – ვოლოდიმირ ზელენსკი

    მაჩადომ ტრამპს ნობელის პრემია გადასცა

    ირანში დაკავებულ 26 წლის ერფან სოლტანს პროკურატურამ ბრალი გადაუკვალიფიცირა

    ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მომიტინგეების ჩამოხრჩობის ან სხვაგვარად სიკვდილით დასჯის უახლოესი გეგმები არ არსებობს

    ტრამპი: „უკრაინა ნაკლებადაა მზად სამშვიდობო ხელშეკრულების დასადებად, ვიდრე რუსეთი“

    რუსებმა კრივი-რიჰი დაბომბეს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

მართლაც “მეათეხარისხოვანია” თუ არა ევროსაბჭო და რა ხდება რეზოლუციის შეუსრულებლობის შემთხვევაში

15:14; 3.02.2025
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ევროსაბჭოს მიერ  მიღებულ რეზოლუციას, რომელიც საქართველოში ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითვალისწინებს, “ქართული ოცნების” მხრიდან პროტესტის ნიშნად ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობის შეწყვეტა მოჰყვა.

 უფრო მეტიც, “ ეს არის მხოლოდ საპარლამენტო ასამბლეა, რაც არის იმაზე ბევრად მეათე ხარისხოვანი ორგანო, ვიდრე, თუნდაც, ევროპარლამენტი – თქვენ იცით, რომ ევროპარლამენტსაც არ აქვს რაიმე არსებითი დატვირთვა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა არის ევროპარლამენტზე ათჯერ ნაკლები მნიშვნელობის ორგანო. ევროსაბჭოს წევრად, ბუნებრივია, რჩება ჩვენი ქვეყანა”_ განაცხდა “ოცნების” პრემიერმა ირაკლი კობახიძემ.

“რონდელის ფონდის” მკვლევარ კახა გოგოლაშვილს ვთხოვეთ განემარტა თუ რა ხდება, როცა ევროსაბჭოს რეზოლუციას არ ასრულებს წევრი სახელმწიფო.

როგორც კახა გოგოლაშვილი ჩვენთან საუბრისას ამბობს, ევროსაბჭო მზადაა საქართველოსთან დაკავშირებით მკაცრი გადაწყვეტილებები მიიღოს, რის შედეგადაც, შესაძლოა, ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი დაკარგოს, ევროკავშირის განვითარების სტრატეგიას და ევროკავშირში გაწევრიანებას გამოემშვიდობოს.

_ ბატონო კახა, რა ხდება როცა წევრი ქვეყანა არ არსულებს ევროსაბჭოს რეზოლუციას?

_შესაძლოა, ქვეყანამ არ შეასრულოს ევროსაბჭოს რეზოლუცია და ამის შედეგად არაფერი არ მოხდეს, მაგრამ იმ შემთხვევაში,  თუ რეზოლუცია შეეხება  უმნიშვნელო საკითხებს. მაგრამ, როდესაც ქვეყნები მნიშვნელოვნად თვლიან და მყისიერი აუცილებლობა არსებობს ამ რეზოლუციის შესრულებისა, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ისინი მზად არიან რომ მიიღონ ყველანაირი მკაცრი გადამწყვეტი ზომები.

ევროსაბჭოს რეზოლუციაში საქართველოს შესახებ ჩაიწერა, რომ სამი თვეა მოცემული შესასრულებლად. თუ სამი თვის განმავლობაში რეზოლუციის პირობები არ შესრულდება, მაშინ არ აღიარებენ დელეგაციის მონაწილეობის უფლებას, ან არ აღიარებენ დელეგაციის უფლებამოსილებას, რაზეც იყო საუბარი ერთ-ერთ პროექტში მაგრამ თავადვე უარყვეს ევროსაბჭოს წევრებმა. ამჟამად ეს უფლებამოსილება სამი თვით არის ცნობილი და ეძლევათ იმისთვის, რომ ეს ვალდებულებები შეასრულონ. რახან “ქართულმა ოცნებამ” განაცხადა, რომ ის არ აპირებს თანამშრომლობას და ამ ვალდებულებების შესრულებას, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ თუ ქვეყანა, არ თანამშრომლობს ევროპის საპარლამენტო ასამბლეაში, დგება საკითხი მისი ევროსაბჭოს წევრობის შესახებ. ევროსაბჭოს წესდების მიხედვით, ქვეყანა ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს ორ ინსტიტუტში, ეს არის საპარლამენტო ასამბლეა და მინისტრთა საბჭო. თუ ქვეყანა არ მონაწილეობს არც ერთში, მაშინ ის შეიძლება ნებისმიერ მომენტში გარიცხონ, როგორც ერთ-ერთი მთავარი პირობების დამრღვევი ქვეყანა. დღეს ჩვენ ვდგებით ასეთი საშიშროების წინაშე, რომ შეიძლება დადგეს საკითხი საქართველოს გარიცხვის შესახებ.

_ ბატონო კახა, ჩვენ ვისმენდით “ოცნების” დაპირებას, რომლის მიხედვითაც 2030 წელს, “საქართველო ევროკავშირში ღირსებით უნდა შევიდეს”. რამდენად არის მათ მიერვე გადადგმული ეს კონკრეტული ნაბიჯი მათსავე დაპირებასთან შესაბამისობაში?

_ შეუძლებელია ქვეყანა არ თანამშრომლობდეს ევროსაბჭოს რომელიმე ინსტიტუტთან და მას მიეცეს რაიმე სახის პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გაგვრიცხავენ ევროსაბჭოდან, მეორე დღესვე დადგება საკითხი, რომ შეგვიჩერონ კანდიდატის სტატუსი. და საქართველო ევროკავშირის გაფართოების სტრატეგიიდან ამოვარდეს. დღეს თუ კანდიდატის სტატუსი გაყინულია და წინსვლა არ არის, მაგრამ ისინი მაინც განიხილავენ ანგარიშებს, უყურებენ საქართველოში რამე ცვლილება მოხდა თუ არა და ასევე, რომ შეიხედოთ ევროკომისიის ვებგვერდზე, საქართველო მოთავსებულია ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მყოფი ქვეყნების სიებში… აქედან საქართველო ამოვარდება. ევროსაბჭოს წევრობა არის მნიშვნელოვანი, რომ საქართველომ მიიღოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა. ევროკავშირი და ევროსაბჭო თითქოს სხვადასხვაა, მაგრამ ევროკავშირის ღირებულებითი საფუძვლები ეფუძნება ევროსაბჭოს კონვენციებს, გადაწყვეტილებებს. ევროსაბჭო არის უმნიშვნელოვანესი საფუძველი ევროკავშირში გაწევრიანების და ჩვენ მოგვესპობა ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა.

_ ბატონო კახა,  ამ სამი თვის განმავლობაში რა გამოწვევების წინაშე შეიძლება აღმოვჩნდეთ?

_ გამოწვევების წინაშე უკვე ვართ. ნებისმიერ მომენტში შეიძლება მიიღონ გადაწყვეტილება საქართველოს გარიცხვის შესახებ. მოგეხსენებათ, ევროსაბჭოდან გარიცხეს რუსეთი, მართალია, უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მაგრამ მას ისედაც ელოდა გარიცხვა, რადგან იწერებოდა რეზოლუციები, რომელსაც ეს ქვეყანა არ ასრულებდა. გარიცხეს ბელარუსიც, როდესაც იქ დაიწყო ოპოზიციის დევნა. განცხადება, რომ “ჩვენ არ ვითანამშრომლებთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან” ნიშნავს, რომ უკვე დავკარგეთ წარმომადგენლობა. ჩვენი ხმა შეჩერებულია, რაც თვითონვე გავაკეთეთ, მათ აღარ მიიწვევენ და დააკვირდებიან საქართველოში მოვლენების განვითარებას. და თუ საქართველოში დემოკრატიის თვალსაზრისით ისევ ძლიერი უკუსვლა იქნა და საქართველო იქცა ბელარუსის მსგავსს ავტორიტარულ ქვეყნად, ანუ ისეთ ქვეყნად როგორიც უკვე ვართ, ნიშნავს, რომ ევროკავშირი არ გახსნის ჩვენთან მოლაპარაკებებს და შეიძლება საქართველო გააგდონ ევროკავშირის გაფართოების გეგმიდან.

_ ბატონო კახა, ჩვენ  გვისაუბრია ამ საკითხზე, მაგრამ თუ შეიძლება კიდევ ერთხელ რომ განმარტოთ, რატომ არის მნიშვნელოვანი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრობა?

_ ამ საკითხზე საუბარი თავიდან უნდა დავიწყოთ _ ევროსაბჭო უფრო ადრე შეიქმნა, ვიდრე ევროკავშირი. შეიქმნა იმიტომ, რომ ევროპის კონტინენტზე წამყვანმა ქვეყნებმა გადაწყვიტეს, ევროპა დემოკრატიული უნდა გამხდარიყო. დემოკრატიაა ის, რომ ყველა ადამიანს ჰქონდეს თავის უფლებები,როგორიცაა მაგალითად,  სწავლის უფლება და ა.შ.  ადამიანის უფლებების  განსავითარებლად და დასანერგად შეიქმნა ევროსაბჭო და როცა დამოუკიდებლები გავხდით, ყველა გვეხმარებოდა, რომ შევერთებოდით ევროსაბჭოს. როცა ქვეყანა ევროსაბჭოს წევრია მას უკვე დემოკრატიულ ქვეყნად მიიჩნევენ და თუ ქვეყანას სურს დემოკრატიული ქვეყნის სტატუსი, უნდა შეუერთდეს სხვადასხვა რეზოლუციებს, რომლებიც მიღებულია და ეხება მაგალითად, ბავშვის უფლებებს, მსჯავრდებულთა უფლებებს, მიგრანტების უფლებებს, ოჯახების გაერთიანების საკითხებს, ეთნიკური უმცირესობების უფლებებს.

ევროპის კონტინენტზე ხალხი თანხმდება თუ რა წესებით უნდა იცხოვრონ და როცა ქვეყანა წევრია, ევროსაბჭო აკვირდება ხომ არ გადაუხვია ქვეყანამ ამ წესებს. მაგალითად, ახლა ადამიანის უფლებები რომ ირღვეოდა, მომიტინგეებს სასტიკად რომ გაუსწორდნენ ევროსაბჭომ გამოაგზავნა მისია. ევროკავშირის და ევროსაბჭოს წევრობა, პირველ რიგში, ხალხისთვის, მოსახლეობისთვისაა მნიშვნელოვანი.

როცა ქვეყანა წევრიანდება ევროსაბჭოში, ამ ქვეყნის მოქალაქეებმა  უკვე იციან, რომ თუ სახელმიფო მათ დაჩაგრავს ან ქვეყანაში სამართალს ვერ მიაღწევენ, საქმე ევროპის ადამიანის უფლებათა დამცველ სასამართლოში შესაძლოა გასაჩივრდეს და ბევრი მაგალითი ყოფილა, როცა ქვეყანაში ვინმე დააკავეს,  და ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ გაამართლა, რის შემდეგაც, გაათავისუფლეს. როცა ევროსაბჭოში წევრიანდები, მოქალაქემ უკვე იცის, რომ თუ ის დაჩაგრა სახელმწიფომ ან ვინმემ შენს ქვეყანაში, ევროსაბჭოში ამას გაიგებენ და იტყვიან, რომ ამ და ამ უფლებას არღვევ. ქვეყანა, რომელიც ევროსაბჭოს წევრია, ვალდებულია ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებას დაემორჩილოს. მაგრამ როცა ქვეყანა წევრი აღარ არის, იმ სასამართლოს გადაწყვეტილება, შესაბამისად, აღარ მოქმედებს და მოსახლეობამ უნდა იციდეს, რომ მათი დამცველი აღარ იქნება არავინ ხვალ რომ ვინმეს აქ დიქტატურის დამყარება მოუნდეს.

მთლიანობაში, თუ ქვეყანას ევროსაბჭოდან გააგდებენ ან გავა თავისით, ის ეკონომიკური გამოწვევების წინაშეც დადგება და ძალან გაუჭირდება: შემცირდება საინვესტიციო რეიტინგი, აღარ ენდობიან აქაურ სასამართლოებს, ადამიანებს ისე ჩაყრიან ციხეში, მომკითხავიც არ ეყოლებათ. ევროსაბჭოს წევრობა არის ქვეყნის პრესტიჟის და მოსახლეობის დამცველი.

ინფორმაციისთვის: საქართველო ევროსაბჭოს წევრი 1999 წლის 27 იანვარს გახდა. მაშინდელ სხდომაზე  საქართველოს პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარის ზურაბ ჟვანიას წარმოთქმული სიტყვა “მე ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ევროპელი” _ ისტორას შემორჩა და დღეს ზუსტად ეს სიტყვები, უწყვეტ საპროტესტო აქციაზე მყოფ არაერთ ადამიანს ქუჩებში გამოტანილ საქართველოს დროშაზე უწერია.

უწყვეტი პროტესტი კი ქვეყანაში კობახიძის განცხადებამ გამოიწვია, სადაც ნათქვამი იყო, რომ ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკება 2030 წლამდე წყდება და “2030 წელს ქვეყანა ევროკავშირში ღირსეულად შევა“.

საპროტესტო აქციების დაშლა-დარბევებს ძალადობრივი სახე არაერთხელ მიეცა. არაერთი ადამიანი დაკავებისას ან დაკავების შემდეგ უმოწყალოდ ცემეს, როგორც ამას მათი უფლებადამცველები ამბობენ. დაკავებულთა შორის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები არიან.

აღსანიშნავია, ჟურნალისტის, “ბათუმელების” დამფუძნებელის მზია ამაღლობელის საქმე. ამაღლობელმა პოლიციელი უკანონო ქმედების გამო, გაასილაქა, რაც მისი პატიმრობის საფუძველი გახდა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას მიერ  საქართველოს საკითხზე დამტკიცებულ რეზოლუციაში კი ვკითხულობთ:

რეზოლუციის სრული ტექსტი:

„1. საპარლამენტო ასამბლეა შეახსენებს, რომ, ევროსაბჭოში 1999 წლის 27 იანვარს გაწევრიანებით, საქართველომ აიღო რამდენიმე კონკრეტული ვალდებულება, რომლებიც ჩამოთვლილია ასამბლეის 209 დასკვნაში, ასევე ევროპის საბჭოს წესდების მე-3 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებები: პლურალისტური დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პრინციპების დაცვა, ასევე მის იურისდიქციაში მყოფი ყველა პირის ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების პატივისცემა.

  1. რეზოლუციაში 2561 (2024) „დემოკრატიის გამოწვევები საქართველოში“, ასამბლეამ უკვე გამოხატა ღრმა შეშფოთება საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობის განგრძობადი და სწრაფი გაუარესების გამო. აღნიშნა რა, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იქნებოდა დე ფაქტო რეფერენდუმი საქართველოს დემოკრატიულ გზასა და საგარეო ორიენტაციაზე, ასამბლეამ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ერთგულება თანამშრომლობისა და დიალოგისადმი საქართველოს ყველა ძალასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან „ბოლოდროინდელი უკუსვლის შესაბრუნებლად და საქართველოს მიერ ევროპის საბჭოს წინაშე აღებული წევრობის ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობების შესასრულებლად“.
  2. უახლესი მოვლენები ადასტურებს ასამბლეის შეშფოთებას. ასამბლეის არჩევნების სადამკვირვებლო დელეგაციის დასკვნები „იწვევს შეშფოთებას არჩევნების შედეგების სისწორესთან დაკავშირებით, კერძოდ, ასახავს თუ არა არჩევნების შედეგები ამომრჩეველთა ნამდვილ ნებას. გარდა ამისა, სერიოზული ეჭვები რჩება იმასთან დაკავშირებით, უზრუნველყოფდა თუ არა საარჩევნო გარემო სამართლიანი არჩევნებისთვის საჭირო პირობებს, რაც ამომრჩევლებს საშუალებას მისცემდა, გაეკეთებინათ ინფორმირებული არჩევანი დაშინებისა და არასათანადო ზეწოლის გარეშე. ეს აისახება ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების რეაქციაში, რომლებმაც გამოხატეს ღრმა უნდობლობა როგორც შედეგების, ისე ინსტიტუტების მიმართ და კვლავ ეჭვქვეშ აყენებენ არჩევნების შედეგებს“. არჩევნების შემდეგ საქართველოში დაიწყო მასშტაბური დემონსტრაციები, ოპოზიციურმა პარტიებმა ბოიკოტი გამოუცხადეს პარლამენტს და მოითხოვეს არჩევნების ხელახლა ჩატარება.
  3. ქუჩის დემონსტრაციებმა კიდევ უფრო დიდი მასშტაბი მიიღო მას შემდეგ, რაც გამოცხადდა, რომ მთავრობა შეაჩერებდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს. ამ გადაწყვეტილებამ, რომელიც ეწინააღმდეგება მმართველი პარტიის წინასაარჩევნო დაპირებებს, გამოიწვია სოციალური კრიზისი, რომელიც ხასიათდება ქვეყნის პოლიტიკური ინსტიტუტების მიმართ ნდობის სრული დაკარგვით ქართული საზოგადოების თვალში, რაც საფრთხეს უქმნის მათ ლეგიტიმურობას. ეს ასევე აუცილებლად იმოქმედებს საჭირო რეფორმების განხორციელებაზე, რომლებიც დაეხმარებოდა საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის დაძლევაში.
  4. ასამბლეა გმობს პოლიციის მიერ ჩადენილ ადამიანის უფლებათა დარღვევებს, მათ შორის დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის სასტიკ გამოყენებას, რაც არღვევს შეკრების თავისუფლებას, ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების პროგრესირებადი ეროზიის, დემოკრატიული გარანტიების დემონტაჟის, სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების პოლიტიზაციის ფონზე, რაც ამ არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო. ასევე, გმობს სასამართლო სისტემის ბოროტად გამოყენებას დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების დასაშინებლად და მათ წინააღმდეგ შურისძიებისთვის, საკითხებს, რომლებიც ჯერჯერობით ხელისუფლების მხრიდან რეაგირების გარეშე რჩება.
  5. ამ მხრივ, ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, რომელიც მოცემულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესახებ გადაუდებელ დასკვნაში, რომელიც მოთხოვნილ იყო ასამბლეის პრეზიდენტის მიერ. ასევე, ასამბლეა კიდევ ერთხელ მოუწოდებს ხელისუფლებას, გააუქმოს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი მისი არსებული ფორმით, დაიცვას შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება და უზრუნველყოს პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებათა დარღვევებზე და შეწყვიტოს არასამთავრობო ორგანიზაციების სტიგმატიზაცია, რაზეც ასევე გაამახვილა ყურადღება ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა საქართველოში 2025 წლის იანვრის ვიზიტისას.
  6. ასამბლეის აზრით, საქართველოს პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლა და ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის ნდობის აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ:

7.1. საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ევროპის საბჭოს ღირებულებებისა და სტანდარტების მიმართ მკაფიო ვალდებულების აღებით და ევროპული ინტეგრაციის გაძლიერებით ქართველი ხალხის უმრავლესობის ევროპული მისწრაფებების შესაბამისად;

7.2. ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობის გაძლიერებული პროცესით, რომელშიც ჩართული იქნებიან როგორც საქართველოს ხელისუფლება, ასევე სხვა ქართული დაინტერესებული მხარეები;

7.3. საქართველოში ინკლუზიური პოლიტიკური პროცესით, რომელშიც ჩართული იქნება ყველა დაინტერესებული მხარე და სოციალური აქტორი, მათ შორის ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება, რათა სასწრაფოდ გამოსწორდეს ბოლო საპარლამენტო არჩევნების დროს დაფიქსირებული ნაკლოვანებები და ხარვეზები; შესწორება 1 რეზოლუციის პროექტში, 7.3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი პუნქტი: „ახალი, ნამდვილად დემოკრატიული არჩევნების ორგანიზება, რომელიც ჩატარდება მკაცრი საერთაშორისო მონიტორინგის პირობებში და სახელმწიფო ინსტიტუტებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის პოლიტიკური დამოუკიდებლობის პირობებში“;

7.4. მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობრივი დარბევების, ცემის, არასათანადო მოპყრობის, წამებისა და თვითნებური დაკავების მონაწილე ყველა სამართალდამცავი პირის პასუხისმგებლობის უზრუნველყოფით;

7.5. ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებით.

  1. ამ მხრივ, ასამბლეა შეახსენებს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის თბილისში ვიზიტის შესახებ 2024 წლის დეკემბერში, რომლის შემდეგაც რამდენიმე ინიციატივა იყო წამოწყებული.
  2. ასევე, ასამბლეა იხსენებს, რომ ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების ვალდებულებათა და პასუხისმგებლობათა შესრულების მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები 2025 წლის იანვარში იმყოფებოდნენ საქართველოში და შეხვდნენ წარმომადგენლებს საქართველოს ინსტიტუტებიდან, ასევე ყველა პოლიტიკურ ძალას, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოებას.
  3. 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომი მოვლენები, მათ შორის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დარღვევები და ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ რეპრესიები ეწინააღმდეგება საქართველოს წევრობის ვალდებულებებსა და ევროპის საბჭოში გაწევრიანების პასუხისმგებლობებს. შესაბამისად, ასამბლეას სჭირდება მკაფიო გარანტიები ხელისუფლებისგან, რომ ისინი ნამდვილად არიან ვალდებულნი, შეაჩერონ დემოკრატიული უკუსვლა და შეასრულონ თავიანთი წევრობის ვალდებულებები.
  4. ამ მოსაზრებების გათვალისწინებით და როგორც დიალოგის შენარჩუნების საკუთარი მზაობის ნიშანი, ასამბლეა, საქართველოს დელეგაციის რწმუნებათა სიგელების გადახედვისა და ქვეყანაში არსებული სიტუაციის საერთო გადაფასების მოლოდინში 2025 წლის აპრილის სესიაზე, გადაწყვეტს დაამტკიცოს ამ სესიაზე საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება, ამავდროულად მოითხოვს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ:

11.1. დაუყოვნებლივ დაიწყოს ინკლუზიური პროცესი ყველა დაინტერესებული მხარისა და სოციალური აქტორის მონაწილეობით, მათ შორის მმართველი უმრავლესობის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართვით, რათა სასწრაფოდ გამოსწორდეს ბოლო საპარლამენტო არჩევნების დროს დაფიქსირებული ნაკლოვანებები და ხარვეზები და შეიქმნას საარჩევნო გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს ნამდვილად დემოკრატიული ახალი არჩევნების ჩატარებას, რომელიც მომდევნო თვეების განმავლობაში გამოცხადდება;

11.2. მიიღოს დაუყოვნებელი და ეფექტური ზომები, რათა საქართველომ განაახლოს ევროპული ინტეგრაციის პროცესი, ხალხის ევროპული მისწრაფებების შესაბამისად, და დაჩქარებული ტემპით განახორციელოს საჭირო რეფორმები;

11.3. დაუყოვნებლივ შეწყვიტოს პოლიციის სისასტიკე და ადამიანის უფლებათა დარღვევები, ეფექტურად გამოიძიოს ეს პრაქტიკა და შეწყვიტოს სამართლებრივი პროცესების ბოროტად გამოყენება დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო ლიდერების შეშინებისა და მათ წინააღმდეგ შურისძიებისთვის, და სრულად დაიცვას გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება;11.4. გააძლიეროს თანამშრომლობა ევროპის საბჭოსთან და კეთილსინდისიერად ჩაერთოს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მიერ ინიცირებულ პროცესში;

11.5. დაუყოვნებლივ გაითვალისწინოს ასამბლეის მიერ რეზოლუციებში 2438 და 2561 გამოთქმული შეშფოთება და რეკომენდაციები, მათ შორის რეკომენდაცია უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის გაუქმების თაობაზე და შეშფოთება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსთან დაკავშირებით, რაც უნდა გადაწყდეს ვენეციის კომისიის გადაუდებელი დასკვნების გათვალისწინებით;

11.6. გაათავისუფლოს ყველა პოლიტპატიმარი ასამბლეის 2025 წლის აპრილის სესიამდე;

11.7. გააგრძელოს სრული ჩართულობა ასამბლეის მონიტორინგის პროცედურაში. შესწორება 2 რეზოლუციის პროექტში, პუნქტ 11.7-ის ბოლოში დაემატოს შემდეგი სიტყვები: „და იმუშაოს წინასაარჩევნო პერიოდში მონიტორინგის მექანიზმების ეფექტურად ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, რითიც გაძლიერდება დროული გაფრთხილებები ნებისმიერი დემოკრატიული დაღმასვლის წინააღმდეგ“.

  1. ამავდროულად, როგორც პოლიციის სისასტიკისა და სხვა ადამიანის უფლებათა დარღვევების მკაფიო დაგმობის ნიშანი, რომლებზეც ჯერჯერობით ხელისუფლების მხრიდან რეაგირება არ მომხდარა, ასამბლეა გადაწყვეტს, შეუჩეროს საქართველოს დელეგაციის წევრებს შემდეგი უფლებები:

12.1. უფლება, იყვნენ შემდეგი კომიტეტების სრულუფლებიანი წევრები ან შემცვლელები: პოლიტიკურ საქმეთა და დემოკრატიის კომიტეტი, მონიტორინგის კომიტეტი, იურიდიულ საქმეთა და ადამიანის უფლებათა კომიტეტი, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის კომიტეტი და პროცედურის, იმუნიტეტისა და ინსტიტუციურ საქმეთა კომიტეტი;

12.2. უფლება, იყვნენ არჩევნების სადამკვირვებლო დელეგაციების წევრები;

12.3. უფლება, დაინიშნონ მომხსენებლად;

12.4. უფლება, იყვნენ კანდიდატები ასამბლეის პრეზიდენტის, კომიტეტის ან ქვეკომიტეტის თავმჯდომარის ან მოადგილის თანამდებობაზე;

12.5. უფლება, წარმოადგინონ ასამბლეა ევროპის საბჭოს ორგანოებში ბიუროს გადაწყვეტილებით და უფლება, წარმოადგინონ ასამბლეა დროებით საფუძველზე (ბიუროს ან კომიტეტის გადაწყვეტილებით) ღონისძიებებზე, შეხვედრებზე, კონფერენციებზე, რომლებსაც აწყობენ ევროპის საბჭოს ორგანოები, საერთაშორისო ორგანიზაციები ან საპარლამენტთაშორისო ასამბლეები.

13.ასამბლეა ასევე გადაწყვეტს, შეისწავლოს საქართველოს არასაპარლამენტო ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის გაძლიერების გზები საქართველოსთან დაკავშირებულ მის ქმედებებში, მათ შორის მონიტორინგის კომიტეტის ფარგლებში.

14. ასამბლეას ექნება შესაძლებლობა, ხელახლა განიხილოს ქართული დელეგაციის უფლებამოსილება, ზემოხსენებული უფლებების შეჩერების ჩათვლით, 2025 წლის აპრილის სესიაზე, მე-11 პარაგრაფში ნახსენებ საკითხებთან დაკავშირებით მიღწეული პროგრესის გათვალისწინებით, მისი პროცედურული წესების მე-9 მუხლით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად“, – ნათქვამია რეზოლუციაში.

რუსა ოქრუაშვილი

ავტორი

კახა გოგოლაშვილი
გაზიარება2Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

“არ შეესაბამებოდა სტანდარტებს”- კლუნების ფონდი მზია ამაღლობელის საქმეზე ანგარიშს აქვეყნებს

19:21; 16 იანვარი, 2026
პოლიტიკა

ქვეყნის მასშტაბით საფრთხეები 22 მყინვარულ ხეობაში შეფასდა – შედეგები კობახიძეს გააცნეს

16:20; 16 იანვარი, 2026
პოლიტიკა

ურსულა ფონ დერ ლაიენი: გრენლანდიაში დაძაბულობის ფონზე, ევროკავშირი შეინარჩუნებს აშშ-სთან არქტიკულ თანამშრომლობას

16:04; 16 იანვარი, 2026
პოლიტიკა

ლევან ჟორჟოლიანი: ევროკავშირის კვლევაში საქართველო კორუფციისგან თავისუფლების ინდექსით უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას

15:49; 16 იანვარი, 2026
პოლიტიკა

„მთვრალმა ღარიბაშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა ივანიშვილს, რომელიც ჩაუწერეს და მიუტანეს ბიძინას“ – შაიშმელაშვილი

11:26; 16 იანვარი, 2026

რა საკანონმდებლო ცვლილებებს გეგმავს „ქართული ოცნება“, რათა „ხელისუფლებას ქვეყნის ეფექტურად მართვისთვის შესატყვისი ბერკეტები“ ჰქონდეს

„კორუფციულ რეჟიმს დევნილები თვითმკვლელობამდე მიჰყავს!"

ყველა სიახლე

საზოგადოება

“აფეთქების ხმა იყო”- ავტოსახელოსნო იწვის

20:37; 16.01.2026
პოლიტიკა

“არ შეესაბამებოდა სტანდარტებს”- კლუნების ფონდი მზია ამაღლობელის საქმეზე ანგარიშს აქვეყნებს

19:21; 16.01.2026
G-NEWS TV

„მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

18:29; 16.01.2026
სამართალი

ავტომობილი მოზარდს დაეჯახა

17:55; 16.01.2026
საზოგადოება

ხელჩართული ჩხუბი ვაკეში – ვიდეო ადგილიდან

17:53; 16.01.2026
კულტურა

ტიმოთი შალამემ უკრაინელები აღაშფოთა

17:32; 16.01.2026
საზოგადოება

რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ- ვალუტის კურსი

17:27; 16.01.2026
ფინანსები

საქართველოში ავტომობილების ახალი ბრენდი SOUEAST შემოვიდა – მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

16:35; 16.01.2026
საზოგადოება

გამოიკვეთა თუ არა მყისიერი საფრთხე მყინვარების კვლევის შედეგად

16:30; 16.01.2026
პოლიტიკა

ქვეყნის მასშტაბით საფრთხეები 22 მყინვარულ ხეობაში შეფასდა – შედეგები კობახიძეს გააცნეს

16:20; 16.01.2026
პოლიტიკა

ურსულა ფონ დერ ლაიენი: გრენლანდიაში დაძაბულობის ფონზე, ევროკავშირი შეინარჩუნებს აშშ-სთან არქტიკულ თანამშრომლობას

16:04; 16.01.2026
პოლიტიკა

ლევან ჟორჟოლიანი: ევროკავშირის კვლევაში საქართველო კორუფციისგან თავისუფლების ინდექსით უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას

15:49; 16.01.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

15:44; 16.01.2026
სამართალი

პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

15:37; 16.01.2026
მსოფლიო

“უკრაინა არასდროს ყოფილა და არც იქნება მშვიდობისთვის დაბრკოლება” – ვოლოდიმირ ზელენსკი

15:02; 16.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026
0

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო