მართვის მოწმობის გამოცდაზე 6-ჯერ ჩაჭრილი მოქალაქე გამომცდელ ინსტრუქტორს დანით დაემუქრა. შემთხვევა ზუგდიდში მოხდა.
როგორც ირკვევა, სვანეთიდან ჩამოსული პირი მორიგი ჩაჭრის შემდეგ საგამოცდო ავტომობილიდან არ ჩამოსულა და ინსტრუქტორს ცივი იარაღით დაემუქრა.
მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით მიმდინარეობს.





























































