ამ წუთებში ქალაქ ბათუმში გაერთიანებული ოპოზიციის მიერ ორგანიზიებული აქცია მიმდინარეობს. “ერთად ერთის წინააღმდეგ” ასე ქვია აქციას, რომელსაც გურიიდანაც შეუერთდნენ ოპოზიციური პარტიის წევრები და მხარდამჭერები.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, კახა ასკურავა სოციალურ ქსელში წერს: „მართლა ბევრნი ვართ.“
აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა 2020 წლის არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებაა. მსგავსი ტიპის აქციები მანამდე გაგრძელდება, სანამდე “ქართული ოცნება” დათმობაზე არ წავა.