მარტვილის მუნიციპალიტეტში სამი წლის ბავშვს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.
როგორც “გურია ნიუსს” მარტვილის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს, ინფიცირების წყარო, ჯერჯერობით, უცნობია.
მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ღრმა ეპიდკვლევა. რაც შეეხება ინფიცირებულ სამი წლის ბიჭს, იგი ამ დროისთვის მარტვილის ცხელების ზონაშია მოთავსებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.