მაშველებმა ზღვაში მოზარდის ცხედარი იპოვეს.
ამ წუთებში ცხედარს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში მიასვენებენ.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ნაპოვნი ცხედარი რამდენიმე დღის წინ დაკარგულ ლუკა აბულაძეს ეკუთვნის. როგორც ცნობილია, ის და რამდენიმე არასრულწლოვანი 4 ივლისს კატერით გაიყვანეს ზღვაში. მოზარდებს დამცავი ჟილეტები არ ეცვათ. ლუკამ კი, როგორც ბიძა ამბობს, ცურვა არ იცოდა. მასთან ერთად მყოფი არასრულწლოვნები მაშველებმა გამოიყვანეს, თუმცა ლუკას ამ დრომდე, რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ.