მაშველებმა მდინარე ნაკრაში გაუჩინარებული ე.ვ-ს ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ.
როგორც ირკვევა, 16 წლის გოგონას ცხედარი მდინარე ენგურის მიმდებარედ ნახეს.
მდინარე ნაკრასა და მდინარე ენგურში კვლავ გრძელდება სამძებრო ღონისძიენები. მაშველები ორ დაკარგულ ახალგაზრდას ეძებენ.
შეგახსენებთ, ავტომობილი, რომელშიც მოსწავლეები ისხდნენ, მდინარეში 2 მაისს გადავარდა.