მტირალას ეროვნულ პარკში სამაშველო ოპერაცია წარმატებით დასრულდა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, მაშველებმა მდინარე ჩაქვის წყლის ერთ-ერთ შენაკადზე ფორსირებისთვის სპეციალური აღჭურვილობა უმოკლეს დროში დაამონტაჟეს და ადიდებული მდინარის გამო ჩარჩენილი 11 მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე გადმოიყვანეს.
სამაშველო ოპერაციაში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის აჭარის მთავარი სამმართველოს 7 მეხანძრე მაშველი მონაწილეობდა.