პორტუგალიელმა მაშველებმა თურქეთში, ნანგრევებში მოყოლილი ძაღლი გადაარჩინეს.
როგორც სააგენტო anadolu იუწყება, მაშველებს სამძებრო სამუშაოების დროს შენობის ნანგრევებიდან ყეფის ხმა შემოესმათ.
მაშველებმა კედელში ხვრელი გააკეთეს, რისი საშუალებითაც ტარსინმა შეძლო ნანგრევებიდან თავის დაღწევა.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ჰათაის პროვინციაში მოხდა.
“შესამჩნევად გამხდარ ტარსინს ჰქონდა დაზიანებები ნესტოზე და თათებზე, რაც იმის ნიშანია, რომ ის ცდილობდა კედელში გათხრას და გამოსავლის პოვნას”, – განაცხადა ლუსას პორტუგალიის ეროვნული რესპუბლიკური გვარდიის გუნდის კოორდინატორმა ანდრე როზამ.
ძაღლი, სახელად ტარსინი პოვნიდან ერთ საათში მაშველებმა პატრონს დაუბრუნეს.