მაშველებმა ურეკში არასრულწლოვანი გადაარჩინეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ თანამშრომლებმა შენიშნეს ბავშვი, რომელიც ვერ ახერხებდა ნაპირზე გამოსვლას და ესაჭიროებოდა მაშველების დახმარება.
„შემთხვევაზე რეაგირება მაშველებმა უმოკლეს დროში მოახდინეს. არასრულწლოვნის დასახმარებლად წყალში სპეციალური აღჭურვილობით შევიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, რომლებმაც ნაპირიდან დაახლოებით 15 მეტრის მოშორებით მყოფი ბავშვი უსაფრთხო ადგილას უვნებლად გამოიყვანეს. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება“,_ ამბობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.