დღეს, მაშველებმა ზღვაზე კიდევ 1 ადამიანის სიცოცხლე იხსნეს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ ”112′-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ ქობულეთში, ზღვაში შევიდა მოქალაქე, რომლის ადგილსამყოფელს თანმხლები პირები ვერ პოულობდნენ და ითხოვდნენ მაშველების დახმარებას.
გაუჩინარებული მამაკაცის საძიებო-სამაშველო სამუშაოები დაიწყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. მაშველები წყალში გასაბერი ნავით შევიდნენ და მოქალაქე ნაპირიდან დაახლოებით 500 მეტრის მოშორებით აღმოაჩინეს. მამაკაცი წყლიდან უკვე გამოყვანილია უვნებლად. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება“,_ ამბობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
ცნობისთვის, დღეს, ზღვის მაშველებმა ურეკში არასრულწლოვანი გადაარჩინეს.