“მივიღე გადაწყვეტილება, რომ მაშველებთან ერთად ამ პროცესში ჩაერთვება ჩვენი ჯარი, თავდაცვის ძალები, ჩამოვლენ აქ და მიეხმარებიან ჩვენს მაშველებს, რომ აქტიური ძიება გაგრძელდეს”, _ ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
“მე თავად მოვინახულე სტიქიის ზონა და იქ ძალიან მძიმე ვითარებაა, უზარმაზარი ტალახის მასა არის ჩამოტანილი და, სამწუხაროდ, კოტეჯების ნაწილი მთლიანადაა დაფარული.
ჩვენ გვქონდა მსჯელობა, რომ ამ შაბათ-კვირას, რა თქმა უნდა, გააგრძელებენ მუშაობას და, ჩვენი გადაწყვეტილებით, გლოვის დღე გამოცხადდება ორშაბათს,”– განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.