ტექნიკური მილიარდერი ელონ მასკი ამტკიცებს, რომ მისმა კომპანია Neuralink-მა წარმატებით ჩანერგა თავის ტვინის უკაბელო ჩიპი ადამიანში,_ BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ მასკმა X-ზე დაწერა.
როგორც ბრიტანული მაუწყებელი წერს, კომპანიის მიზანია, ადამიანის ტვინი კომპიუტერს დაუკავშიროს და ამ გზით კომპლექსური ნევროლოგიური დარღვევების მქონე პაციენტებს დაეხმაროს.
მასკი ირწმუნება, რომ ადამიანს საშუალება ექნება გონების ძალით მობილური ტელეფონი და კომპიუტერი მართოს და აღნიშნავს, რომ თავდაპირველად მოწყობილობის მომხმარებლები ის ადამიანები გახდებიან, რომლებსაც კიდურებზე კონტროლი აქვთ დაკარგული.
“ნებისმიერი კომპანიისთვის, რომელიც აწარმოებს სამედიცინო მოწყობილობებს, პირველი ტესტი ადამიანებში მნიშვნელოვანი ეტაპია“, – თქვა პროფესორმა ენ ვანჰოსტენბერგემ ლონდონის კინგს კოლეჯიდან.
მან ასევე თქვა, რომ საჭიროა სიფრთხილე, რადგან “ნამდვილი წარმატება” შეიძლება შეფასდეს მხოლოდ გრძელვადიან პერსპექტივაში.
ინფორმაციისთვის, აშშ-ის სამედიცინო მარეგულირებელმა FDA-მ მასკის კომპანიას ადამიანებზე ცდების დაწყების უფლება გასული წლის სექტემბერში მისცა.
რაც შეეხება სხვა კომპანიებს, ვინც მსგავს სფეროში წარმატებას მიაღია, არის შვეიცარიაში, ლოზანაში მდებარე პოლიტექნიკური სკოლა, რომელმაც ტვინსა და ხერხემალზე ელექტრონული იმპლანტების დაყენებით, პარალიზებულ ადამიანის მისცა საშუალება აზრები გადასცეს უსადენოდ ფეხებსა და ტერფებს და იაროს.