BBC-ის ინფორმაციით, აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ილონ მასკის განაცხადებით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ტოვებს.
მასკმა მადლობა გადაუხადა ტრამპს სოციალურ ქსელში დაწერა:
ამასთან, მისი განცხადებით, მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი მუშაობას გააგრძელებს.
„რადგან ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის, თანამდებობაზე ყოფნის დრო იწურება, მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უსარგებლო ხარჯების შემცირების შესაძლებლობის მოცემისთვის. DOGE-ის მისია დროთა განმავლობაში მხოლოდ გაძლიერდება, რადგან ის მთელი მთავრობის ცხოვრების წესად იქცევა“, – წერს მასკი X-ზე.
































































