ელონ მასკმა დონალდ ტრამპს ტვიტერზე დაწესებული აკრძალვა მოუხსნა.
როგორც ცნობილია, აღნიშნული გადაწყვეტილება მასკმა ჩატარებული გამოკითხვის შემდეგ მიიღო.
„ხალხმა ისაუბრა“, – დაწერა მასკმა ტვიტერზე და თქვა, რომ Twitter-ის 15 მილიონზე მეტი მომხმარებლის 51,8%-მა ხმა მისცა აკრძალვის გაუქმებას.
ცნობისთვის, ტრამპის ანგარიში 2021 წელს შეჩერდა ძალადობის წაქეზების რისკის გამო.