საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები სტრატეგიული ობიექტების ნუსხას დაემატა. “ქართული ოცნების” მთავრობის შესაბამისი დადგენილება საკანონმდებლო მაცნეზე 31 იანვარს გამოქვეყნდა.
კერძოდ, „სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილების თანახმად, „სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხას“ დაემატა ქვეპუნქტი, რომელსაც ჩამონათვალში შეჰყავს №407 დადგენილებით დამტკიცებული ნუსხით განსაზღვრული საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები.
აღსანიშნავია, რომ სტრატეგიული და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ობიექტების ხელში ჩაგდება ან ბლოკირება სისხლის სამართლის დანაშაულია.