ნიუ-იორკში, მასწავლებელი დააკავეს, რადგან მოსწავლეს ვაქცინა გაუკეთა.
როგორც BBC იუწყება, ოფიციალური პირები ამბობენ, რომ მასწავლებელს სამედიცინო კვალიფიკაცია არ აქვს.
54 წლის ბიოლოგიის მასწავლებელს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 4 წლით პატიმრობა ემუქრება.
გავრცელებული ინფორმაციით, 17 წლის ბიჭს ვაქცინის გაკეთება სურდა. მას ვაქცინა მასწავლებელმა სახლში გაუკეთა, მიუხედავად იმისა რომ არც სამედიცინო კვალიფიკაცია და არც მოსწავლის მშობლების თანხმობა არ ჰქონდა.
როგორც ცნობილია, ინექცია შეიძლება საშიში იყოს არასწორად შეყვანის შემთხვევაში. ექიმებმა და ლიცენზირებულმა სამედიცინო მუშაკებმა უნდა დაადასტურონ, რომ ვაქცინა არ არის ყალბი ან ვადაგასული.
პოლიცია ამბობს, რომ გაურკვეველია, საიდან ჰქონდა მასწავლებელს სავარაუდო Covid-ის ვაქცინა, ან რა ბრენდია იგი. ამჟამად, Pfizer-BioNTech jab არის ერთადერთი ავტორიზებული 18 წლამდე ამერიკელებისთვის.