სოციალურ ქსელში ოზურგეთელ პედაგოგთა მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს, ლანჩხუთსა და ჩოხატაურში მასწავლებლებს კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა ჩაუტარდა. ისინი სვამენ კითხვას, რატომ არ ცრიან ოზურგეთელ პედაგოგებს და აინტერესებთ, როდის მოხდება ეს.
„გურია ნიუსი“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორს, მაია ქუტიძეს ესაუბრა.
_არასწორია ეს ინფორმაცია. გურიაში მასწავლებელთა აცრა არცერთ მუნიციპალიტეტში არ მომხდარა და ეს შესაძლოა, შერჩევით მოხდეს. მე არ ვიცი ვინ ავრცელბს ამ ინფორმაციას, თუმცა გიმეორებთ, არასწორია. მე მოვიქცევი ისე, როგორც ხელმძღვანელი მიმითითებს. ჯერ ამის თაობაზე მითითება ან დავალება არ მიმიღია, – გვითხრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა მაია ქუტიძემ.