27 ოქტომბერს მასწავლებლის ეროვნული დღე აღინიშნება.
აღნიშულ თარიღთან დაკავშირებით ა(ა) იპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლების გაერთიანების მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება “მასწავლებელო,მე თქვენ მიყვარხართ! მასწავლებელო გისმენთ!” გაიმართა.
საღამოზე მუნიციპალიტეტის 24 საჯარო სკოლის 52 პედაგოგი დაჯილდოვდა მადლობის სიგელებით,მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლთან სხვადასხვა შემოქმედებით კონფერენციებში მრავალწლიანი თანამშრომლობისათვის.
ღონისძიებას ესწრებოდა ჩოხატაურის მერი დავით შარაშიძე.
“ყველა პედაგოგს გილოცავთ ამ განსაკუთრებულ თარიღს და გისურვებთ, ღირსეული თაობები აღგეზარდოთ”,_ განაცხადა მერმა ღონისძიებაზე.
შეხვედრა კომპოზიტორ შ.მილორავას ცნობილი “მასწავლებლის” სიმღერით დასრულდა.
ავტორი