“ქუთაისი-ბათუმის მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ვაგონებსშორის გადაბმაში გაჩნდა. ამ დროისთვის ცეცხლი ჩამქრალია.
ამ მომენტისთვის თბილისი-ბათუმის მატარებელი სუფსაშია გაჩერებული.
დამატებით ინფორმაციისთვის “გურია ნიუსი” “საქართველოს რკინიგზას” დაუკავშირდა. ინფორმაციას კომენტარის მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.































































