თბილისი-ზუგდიდის მატარებელში ხანძრის გაჩენასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო.
როგორც უწყებაში ამბობენ, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით.
შემთხვევის ადგილზე იმყოფება ჩვენი კორესპონდენტი,რომლის ინფორმაციითაც, ცეცხლი მატარებლის მესამე ვაგონში გაჩნდა.
ამ დროისთვის ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია.