დღეს, ოზურგეთში, აგვისტოს ომის გმირების საფლავები „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერებმა და წევრებმა მოინახულეს. მათ გვირგვინით შეამკეს ეროვნული გმირის ზაზა დამენიას საფლავი, შემდეგ კი თემურ ჭიტაძის, თამაზ ნიკიტინის და ზაურ თენიეშვილის საფლავები.
ენმ-ის ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ დავით მჟავანაძემ ისაუბრა აგვისტოს ომის გმირების თავდადებაზე და თქვა, რომ მათი სულისკვეთება თაობებმა უნდა გაითავისონ.
_ ჩვენ აქ მოვედით და პატივი მივაგეთ საქართველოს ეროვნული გმირის ზაზა დამენიას ხსოვნას. ასევე პატივს მივაგებთ აგვისტოს ომის გმირებს. მათ თავი ვაჟკაცურად შესწირეს საქართველოს თავისუფლებას და დამოუკიდებლობას, სისხლით დაიცვეს ქვეყანა. ქვეყანა უნდა დავიხსნათ ოკუპანტისგან და გავაერთიანოთ იგი.