როდესაც რუსეთს ახსენებენ, ქვეყნის სიმბოლურ ერთ უმთავრეს ხატოვან სახედ ყველას შეიძლება წარმოესახოს „მატრიოშკა“ – ხის ფერადი თოჯინა, რომელიც ლამის არის რუსული კულტურისა და „იდუმალი რუსული სულის“ ხორცშესხმად ითვლება.
ამ დროს ეს სათამაშო, არც მეტი, არც ნაკლები – ჩვეულებრივი პლაგიატია.
„მატრიოშკის“ ძირითადი პროტოტიპია იაპონელთა იღბლის შვიდი ღმერთიდან ერთ–ერთი – მეცნიერებათა და სიბრძნის ღმერთი – ფუკურუმა. ფუკურუმა შედის „ბედნიერების შვიდი ღმერთის“ რიცხვში საგანგებო სტატუსით. ამ შვიდი ღმერთის ფიგურები პოპულარული იყო იაპონიაში და ისინი ერთმანეთში თავსდებოდნენ, ხოლო ფუკურუმა იყო მთავარი გამხსნელი ფიგურა.
ა. მამონტოვმა, XIX საუკუნის ბოლოს, ჩამოიტანა ფუკურუმას ფიგურა იაპონიიდან. ხეზე მომუშავე ხარატმა ვასილი ზვიოზდოჩკინმა გამოჩარხა ხისგან მსგავსი ფიგურები და მხატვარმა სერგეი მალიუტინმა ჩააცვა მათ რუსული ტანსაცმელი.
სათამაშომ მალევე მოიპოვა პოპულარობა და გახდა რუსეთის უცვლელი ატრიბუტი. მერე და მერე კი შეიქნა „იდუმალი რუსული სულის“ სიმბოლოც.