თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი –ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1998 წელს დაბადებული ლ.ბ. დააკავეს.
როგორც ირკვევა, დაკავებული “ნაციონალური მოძრაობის” მერეთის მაჟორიტარი კანდიდატის შვილი, ლუკა ბიძინაშვილია.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში, ურთიერთშელაპარაკებისას, ტრანსგენდერ ქალს ფიზიკურად გაუსწორდა და მას სახის არეში დაზიანებები მიაყენა. დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი დახმარება გაეწია.
ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.
დანაშაული 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Qartli.ge-ს ინფორმაციით, ლუკა ბიძინაშვილის მამა, ლევან ბიძინაშვილი შვილს 3 საათის განმავლობაში ეძებდა. ის და მისი პარტიის მხარდამჭერები გორში, სამხარეო პოლიციის წინ იყვნენ შეკრებილები.
მერეთის თემის მაჟორიტარი კანდიდატის შვილი, სოფელ კარბში ავტომანქანით მოძრაობდა. ის პოლიციამ გააჩერა და თბილისის სამმართველოში გადაიყვანა. ოჯახს დაკავების შესახებ 3 საათის შემდეგ აცნობეს.