საფრანგეთის ნაკრების კაპიტანმა, კილიან მბაპემ ავსტრიასთან მატჩში ცხვირი გაიტეხა. ამის შესახებ THE INDEPENDENT წერს.
ფორვარდი მატჩის ბოლოს ავსტრიელ კევინ დანსოს შეეჯახა, რის შემდეგაც მინდორზე დაეცა. ფეხბურთელი დიუსელდორფის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა მოტეხილობა დაადასტურეს.
საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებით, მბაპეს ოპერაცია დაუყოვნებლივ არ ჩაუტარდება.
ამ ეტაპზე უცნობია ითამაშებს თუ არა მბაპე ნიდერლანდებთან პარასკევს, მაგრამ ფედერაციაში მისთვის ნიღბის დამზადებაზე მსჯელობენ.