“ბათუმელების”ინფორმაციით, ბათუმში დღეს, 18 თებერვალს, ბაგრატიონის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
მსუბუქი ავტომობილი ქალს შეეჯახა, რომელიც ქირურგიის ეროვნული ცენტრის ბათუმის კლინიკაშია გადაყვანილი.
“პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია”, – ამბობს პრესსამსახური.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით. ეს მუხლი ტრანსპორტის მოძრაობისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
წყარო: ბათუმელები