მზარდი რჩება ეპიდვითარება ოზურგეთში.
„ზოგადი მდგომარეობა საყურადღებოა. მომატებულია ეპიდემიოლოგიური მხრივ ფონი. მოსახლეობის ყველა ასაკობრივ ჯგუფში ფიქსირდება ვირუსი. ერთადერთი იმედი, რომ ცოტა განიმუხტება სიტუაცია არის ზამთრის არდადეგები, რადგან ბავშვების და პედაგოგიური პერსონალის მობილობა იქნება ნაკლები. ამ სადღესასწაულო დღეების განმავლობაში ველოდებით შედარებიტ უფრო ნაკლებ მონაცემებს. სხვა შემთხვევაში ისევ რეგულაციების წესების დარღვევასთან არის დაკავშირებული ეს დადებითი შემთხვევების მატება და ძირითადად ისევ ოჯახური კლასტერების სახე აქვს ამ მომატებულ შემთხვევებს.
რეკომენდანცია ერთადერთი რაც იქნება მოსახლეობისადმი ისევ რეგულაციების მკაცრი დაცვა, სოციალური დისტანცია, პირადი ჰიგიენა. განსაკუტრები ამ სადღესასწაულო დღეებში. საახალწლო სუფრებზე იმედი გვაქვს, რომ ნაკლებად იქნება თუ არ იქნება რეგულაციები დაცული დადებითი შემთხვევები მოიმატებს“,_ ამბობს სიმონიშვილი.
სულ დაფიქსირებულია ინფიცირების 11364 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 10364 პაციენტი, გარდაცვლილია 89.