“ჩოხატაურში მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ ინფიცირების შემთხვევები ფიქსირდება ყოველდღიურად”,_ აღნიშნული განცხადება “გურია ნიუსთან” საუბრისას ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო ჯიბუტმა გააკეთა.
“ჩოხატაურში, 1 კვირის განმავლობაში, კოვიდინფიცირების 25 შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ჩოხატაურში დაფიქსირებულია 9344 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 9240 პაციენტი, გარდაცვლილია 69”,_ ამბობს ჯიბუტი.