“ვალსების მეფის”, იოჰან შტრაუსის სიკვდილის შემდეგ ბევრი ოპერეტა დაიდგა, რომელიც შტრაუსის მელოდიებზე იყო დაფუძნებული.
პირველი ასეთი ოპერეტა 1905 წელს დაიდგა – ეს იყო მიულერ-უმცროსის “ვენის სისხლი”.
მრავალი წარმოდგენის შემდეგ, ვენის ერთ-ერთ გაზეთში დაიბეჭდა სტატია, რომელშიც ეწერა:
“მიულერმა, მას შემდეგ რაც დაწერა ოპერეტა შტრაუსის მუსიკაზე, შეიძინა ქვის სახლი, მაგრამ შტრაუსს რომ ეწერა ოპერეტები მიულერის მუსიკაზე, შიმშილით მოკვდებოდა”.
ავტორი