უმრავლესობის ლიდერი მამუ9კა მდინარაძე ზურაბ ჯაფარიძის დაკავებას “რუსთავი 2”-ის ეთერში გამოეხმაურა:
“კონკრეტულ საქმეზე გამოიკვეთა გარკვეული ფიგურანტი და კომისიაშიც, შესაბამისად, დაიბარეს ის.
ოპოზიციის ლიდერები დემონსტრაციულად არ მივიდნენ, ანუ დემონსტრაციულად ჩაიდინეს დანაშაული.
რა უნდა გვითხრან უცხოელებმა, რაც უნდათ ის გვითხრან. მთელი ამ წლების განმავლობაში რასაც დასავლეთში აკეთებდნენ, იმის ფონზე, დიდი ამბავი, ჯაფარიძეზე იტყვიან თუ არა პოლიტპატიმარიაო ან რაღაც სისულელეს.
რა მნიშვნელობა აქვს. ეგ კი არა, იმას გვეუბნებოდნენ, რუსეთს ომს რატომ არ უწყებთო. დიდი ამბავი ახლა ჯაფარიძეზე თუ შეშფოთდებიან”, _ თქვა მდინარაძემ.






























































