„ნაციონალური მოძრაობის“ მედიის წარმომადგენლები, NGO სექტორი და მომიტინგეები ძალიან კარგ საქმეს გვიკეთებენ – ყოველდღიურ რეჟიმში პირდაპირ გვკარნახობენ, რომელი კანონი რა მიმართულებით არის დასახვეწი! ყოველდღიურად გვაჩვენებენ, როგორ უნდა მიუდგეს სახელმწიფო ანტიქართული და ანტიეროვნული მოქმედებების წინააღმდეგ ბრძოლას, მერე კი ამ ყველაფერს რეპრესიებს ეძახიან! – ეს განცხადება პარლამენტში, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ გააკეთა.
მდინარაძემ ამავე კონტექსტში განაცხადა ისიც, რომ “საქართველოში Deep State-ის აგენტურა, მის მიერ დალაგებული სქემა და გეგმა მოქმედებს იმისთვის, რომ ქართული ინტერესი დააზიანონ და ჩელიაბისნკში გაღვიძების ბომჟური “მესიჯი” აქტუალური იყოს“.
“ნაციონალური მოძრაობის“ მედიის წარმომადგენლები, NGO სექტორი და მომიტინგეები ძალიან კარგ საქმეს გვიკეთებენ – ყოველდღიურად გვაძლევენ ნიშანს რა უნდა გამორიცხოს სახელმწიფომ, რათა მისი დამოუკიდებლობის ხარისხი გაიზარდოს და რას არღვევენ კანონის გვერდის ავლით. არის შემთხვევები, როდესაც ისინი კანონში ე.წ. ხვრელებს ნახულობენ თუ როგორ დაასუსტონ სახელმწიფო, როგორ მოახერხონ საბოტაჟი ისე, რომ კანონის რომელიმე ნორმა მათ მიერ ჩადენილ რეალური საბოტაჟურ ქმედებას საბოტაჟს არ არქმევდეს, როგორ ასცდნენ პასუხისმგებლობას.
უნდა გავიმეორო მათი სლოგანი – არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა, არ იქნება ქვეყნის დამოუკიდებლობა, არ იქნება სუვერენიტეტი და ეროვნული ინტერესის გატარება“, – განაცხადა მდინარაძემ.
წყარო: ipn