მდინარე ჭოროხში 51 წლის მამაკაცს მაშველები მე-2 დღეა ეძებენ.
როგორც ცნობილია, ის თანმხლებ პირებთან ერთად პიკნიკზე იმყოფებოდა, რა დროსაც მდინარეში შევიდა და გაუჩინარდა. როგორც “გურია ნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, სამძებრო სამუშაოები დილის 6 საათიდან განახლდა მდინარე ჭოროხსა და შავ ზღვაში. სამძებრო სამუშაოებში 25 მაშველი მონაწილეობს. ადგილზე მუშაობენ მყვინთავებიც.