“ქართლის ამბების” ინფორმაციით, მოქალაქეების ინფორმაციით, გორთან ახლოს მდინარე ლიახვი დაშრა, რის შედეგადაც თევზი მასობრივად იხოცება.
გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ მოქალაქეები დამშრალ კალაპოტში გადარჩენილ თევზებს იჭერენ.
წინასწარი ინფორმაციით, მდინარის დაშრობის მიზეზი შესაძლოა ქვიშა-ხრეშის საწარმოს საქმიანობა იყოს.
„ქართლის ამბებმა“ კომენტარი სთხოვა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს, სადაც განაცხადეს, რომ დეპარტამენტის თანამშრომლები ადგილზე სწავლობენ ვითარებას. უწყების განცხადებით, ოფიციალურ კომენტარს შესწავლის დასრულების შემდეგ, ხვალ 11 ნოემბერს გააკეთებენ.



































































