1ტყიბულში მინდელის სახელობის შახტში 5 აპრილს, დაღუპული მეშახტეებს ხსოვნის პატივსაცემად ქალაქის ცენტრში მდუმარე აქცია გაიმართა.
აქციაზე ადგილობრივი მოსახლეობა, მეშახტეები, რეგიონებიდან ჩასული მოქალაქეები, ადგილობრივი ხელისუფლების და არასამთავრობი ორგანიზაციების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. აქციაზე იმყოფებოდნენ პროფკავშირების წარმომადგენლები.
“ორშაბათს, 9 აპრილს, 20:00 საათზე, მთელი ქალაქი თეატრის წინ იკრიბება რათა ბოლო ღამე გავუთიოთ ჩვენს დაღუპულ ბიჭებს”, _ ამის შესახებ, საზოგადოებას ტყიბულის სამთო-მომპოვებელი კომბინატების თანამშრომლებმა სოციალური ქსელების საშუალებით შეატყობინეს.
ბოლო 11 თვეში ტყიბულის შახტში 11 მეშახტე დაიღუპა.
მინდელის შახტში ტრაგედია 5 აპრილს, გამთენიისას მოხდა. შედეგად დაუღუპა 6 მუშა. 3 დაშავდა. მომხდარის გამო, 6 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
ტრაგედიისას დაღუპულ მეშახტეებს ხვალ დაკრძალავენ.