შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გლდანში მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით, მძღოლი დააკავეს.
ავტოსაგზაო შემთხვევას 25 წლის ორსული ემსხვერპლა. ხიზანიშვილის ქუჩაზე ახლგაზრდა ქალს ავტომობილი მაშინ დაეჯახა, როდესაც გზაზე გადადიოდა. დიდი სისწრაფით მიმავალი მსუბუქი ავტომობილი ქვეითამდე ტრაილერს შეეჯახა, დარტყმის შედეგად კი სატვირთომ მართვა დაკარგა და გაზის მილები დააზიანა.
როგორც “რუსთავი 2-ს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო. მათივე იფნროამციით, დაკავებული პირი შუახნის მამაკაცია.