დღეს, 9 აგვისტოს, სოფელ ტბაზე, გზიდან სატვირთო მანქანა ხევში გადავარდა. შემთხვევა სოფლის ცენტრალურ გზაზე არ მომხდარა, ეს გზა ტყეში შედის. ტრანსპორტში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა. ამ წუთებში სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.
“სოფელში არის გზა, რომელიც ტყისკენ მიდის, თუმცა კლდიან ნაწილზე გადის და იქ მოხდა ეს შემთხვევა. როგორც ჩანს, მძღოლმა ვერ მოასწრო მანქანიდან გადმოხტომა და მანქანიანად ჩავარდა ხევში, დაახლოებით 100 მეტრის სიმაღლეზე. ამჟამად, ყველა საგანგებო სამსახური ადგილზეა მობილიზებული და მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები. ტერიტორია რთულად მისადგომია”,_ განაცხადა ტელეკომპანია “ბორჯომთან” საუბრისას ზურაბ ლომიძემ, მერის წარმომადგენლებმა ტბის ტერიტორიულ ერთეულში.
წყარო: borjomi.tv