თბილისში, ნაძალადევის რაიონში, დადიანის ქუჩაზე ავარიას მსხვერპლი მოჰყვა.
შემთხვევა წუხელ მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილი ახალგაზრდა ქალს დაეჯახა. ასევე, დაეჯახა მის დედასაც, რომელიც მომხდარი ავარიის შემდეგ შვილის დასახმარებლად გზაზე გადავიდა.
თვითმხილველების თქმით, დაშავებულები სასწრაფო დახმარების მანქანაში მოათავსეს, სადაც შვილი გარდაიცვალა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.



































































